დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რა დაინახა გარდაცვლილი ახალგაზრდის მამამ კლუბ „დეჟავუში“ აფეთქებამდე ათი წუთით ადრე 07.09.2020 00:46

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ხათუნა ნოზაძე ემოციურ პოსტს უძღვნის კლუბ „დეჟავუში“ აფეთქებისას გარდაცვლილ  გიგა გრიგალაშვილს:

მოვიკრიბე ძალა და მივედი გიგასთან სამძიმარზე...გიოს მერე დაფიცებილი მქონდა, რომ ახალგაზრდას სამძიმარზე არ მივიდოდი ..კიბეზე მისი 8 თვის ვაჟკაცი, მისი იმედი დავინახე..ლიფტით ერთად მოგვიწია ასვლა.. ანგელოზი, რომელსაც არც კი წარმოუდგენია, რომ ვეღარასდროს ნახავს მის უკარგეს, ულამაზეს მამიკოს. ვერ წარმოიდგენთ რა გადავიტანე, დამხვდა მარმარილოსავით თეთრი, გაქვავებული დედა, დაბნეული, გამწარებული მეუღლე, რომელსაც ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ მისი გიგა აღარ არის..ენით აუწერელი ტრაგედია, უბედურება ტრიალებს ოჯახში.. ც. რა უნდა უთხრა ამ დროს დედას, მეუღლეს, გამწარებულ მამიდას, რომელმაც პირველად გაიგო ეს სიმწარე...მძულს გიოს მერე ბანალური ფრაზები ყველა რომ გეუბნება, გამაგრდი, შენ ძლიერი ხარ, შენ ამას გაუძლებ. არადა ვერა, ვერ უძლებ ხალხნო, ამის გაძლება წარმოუდგენელიააა. მეზიზღება ეს სიტყვები, მეზიზღება ის წამი, როდესაც დედა იგებს და მოესწრება ამ წუთებს..მთლიანად დანგრეული ჩამოვედი კიბეებზე...განადგურებული, გამწარებული მამაც ვნახე, მიცნო ბავშობის მერე არ მინახავს, მითხრა დავიღუპეო და ეს ხმა, რომელიც აღმოხდა პირიდან, თითქოს სული ამოაყოლა. უკარგესი გიგა აღარ მყავსო. მომიყვა გიგაზე, იმ დღეს ნინოსთან ვიყავიო( დასთან, ჟურნალისტ, ნინო ომანაძესთან)..გარეთ ეზოში ვიჯექი და გიგას დავურეკე ზუსტად 4-ს რომ 10 წუთი აკლდაო..მითხრა ობიექტზე ვარ, არ მცალია მამაო, დღეს აუცილებლად გამოგივლი, მომენატრეო.. უცებ ტელეფონი მთლიანად გამეთიშაო, მერე ისევ თავისით ჩაირთო და მთელს ეკრანზე წმინდა გიორგის ფოტო გამოჩნდაო. 4 საათზე ნინომ დამიძახა, ამოდი ერთი წუთითითო და ეს მძიმე კადრები მანახა ფილარმონიიდანო.. გადაახვია კადრი და მკითხაო, ეს გიგას მანქანა არ არისო? მერე აღარაფერი მახსოვსო ,ისე აღმოვჩნდი შემთხვევის ადგილასო, ძმაც ხომ ჩავდე მიწაშიო ხათო,მაგრამ ეს სხვა სიმწარეაო, მითხრა გამწარებულმა, სიმწრისგან თითქოს დაპატარავებულმა კაცმა.. გამწარებულ მამას იმედი აქვს, რომ გამოძიება სამართლიანად ჩატარდება და ისევ მის უბედურ შვილს არ დაბრალდება ეს ყველაფერი... მას იმედი აქვს,რომ ისევ გიგას არ დააბრალებენ უსაფრთხოების ნორმების დარღვევას და კიდევ არ დაუმძიმებენ ამ გაუსაძლის ყოფას. რა უნდა ვთქვა არ ვიცი, მივედი ეს უბედურება ვნახე და მოვედი გაოგნებული და კიდევ ერთხელ დავამტკიცე,რომ ყველაფერს ეშველება სიკვდილის გარდა,რომ ეს ცხოვრება ერთი წამია და სხვა ყველაფერი, რაზეც ვდარდობთ მეორეხარისხოვანი. მშვიდობით გიგა, ნათელი და სანთელი არ მოგაკლდეს კარგო შვილო, კარგო მეუღლევ, მამავ და ტკბილო ადამიანო, ძალიან მენანები, გიოსავით მწარე ყოფილა შენი ბედისწერა და წ უ თ ი ს ო ფ ე ლ ი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ