დღე: 35

ღამე: 20

USD 2.7138

EUR 3.1703

ექსპერტი - კოვიდმა ტურიზმი არ უნდა დაჩაგროს 16.09.2020 11:00

კოვოდის მატების შიშით ტურიზმის  ჩაგვრა არ უნდა ხდებოდეს.  როგორც  „ჯორჯიან თაიმსს“ ექსპერტმა ტურიზმის საკითხებში  სიკო გეგიაძემ განუცხადა, გარდა იმისა, რომ საქართველო მიმზიდველია, ის ხელმისაწვდომიც უნდა იყოს.

„ზედმეტი სიფრთხილე, რაც საერთაშოროსო ფრენების აღდგენას შეეხება პარადოქსულია.  კოვიდის შიშით არ უნდა  შეიზღუდოს რეისები და უნდა ამოქმედდეს  სხვადასხვა მიმართულება,“ - განაცხადა  მან რადიოს ეთერში. 

მისი თქმით,  შექმნილი ვითარება ტურიზმის აღმავლობას შესაძლებლობას არ აძლევს. „ფორმულა ვითარების გამოსწორების არ არსებობს, მაგრამ კარგი იქნება თუ გლობალურად მოხდება საქართველოში წარმოქმნილი პრობლემების განხილვა. მაგალითად  იკეტება ტურისტული კომპანიები და კარგი იქნება ამ მიმართულებით ზრუნვა,“ - განაცხადა ექსპერტმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ