22:26 16.09.2020
„რაც დღეს საქართველოს რაგბის კავშირში მოხდა, არამარტო სარაგბო სამყაროს, მთელი ქვეყნის სირცხვილია“
ჯაბა ხუბუას პოსტი:
რაგბი ჩვენი თამაშია? რაც დღეს საქართველოს რაგბის კავშირში მოხდა, არამარტო სარაგბო სამყაროს, არამედ მთელი ქვეყნის სირცხვილია. რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მოქმედ მორაგბეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რომ დაჭრის, თანაც სადმე მოფარებულში კი არა, პირდაპირ ფედერაციის შენობაში, აქ უკვე მტყუან-მართალსაც კი აღარა აქვს მნიშვნელობა. და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ქართულმა რაგბიმ დიდი კირთებით აიხდინა მრავალი წლის ოცნება და ტოპ-8 ერში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ადვილი წარმოსადგენია, რა რეაქცია ექნება მსოფლიო რაგბის მმართველ ელიტას საქართველოს რაგბის კავშირში მომხდარ კრიმინალურ შემთხვევაზე და როგორ დააზიანებს ეს ჩვენი რაგბის საერთაშორისო იმიჯს. ეს ყველაფერი კი ნაყოფია მინიმუმ 15-წლიანი მმართველობითი ბალაგანის, კორუფციის ჭაობისა და პოლიტიკური ვათანძარობის, რომელიც რაგბის კავშირში ჰგიებს და რომლის თაობაზეც განგაშის ზარებს არისხებენ ჩვენი მოქმედი თუ ვეტერანი სახელოვანი მორაგბეები. ისე არ მოხდეს, რომ ბოლო დროს დაბადებულ ლოზუნგს - ,,რაგბი ჩვენი თამაშია" - კითხვის ნიშანი დაესვას.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge