10:31 17.09.2020
თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრება დასრულდა

 

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ოთხ ამხანაგობას ავარიული საცხოვრებელი სახლის პრობლემა მოუგვარა. პროექტებისთვის ჯამში, 716 879 ლარი გამოიყო.


ერთ-ერთი ასეთი პროექტია ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის N61-ში მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის გამაგრების სამუშაოებიც უკვე დასრულდა.  


„პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის აივნებს და შეიცვალა შენობაში არსებული დაზიანებული კარ-ფანჯარა. შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 435 490 ლარი გამოიყო. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. შენობა 1882 წელს აშენდა და გამაგრების სამუშაოები არასდროს ჩატარებულა“- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


მერიის ინფორმაციით, ავარიული შენობების გამაგრების პროცესი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge