დღე: 19

ღამე: 14

USD 2.7195

EUR 3.209

საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 17.09.2020 10:44

საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2937-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

 

საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და 1422 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

 

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ