დღე: 25

ღამე: 16

USD 2.7191

EUR 3.202

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 126 აჭარას უკავშირდება 17.09.2020 11:12

 

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარას, 16 იმერეთს, 15 კი თბილისს უკავშირდება,“- ეს განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.


მისივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და 1422 შეადგინა.


დაგვემატა 179 ახალი შემთხვევა და გახდა 2937. 179 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა- 126, იმერეთი -16, თბილისი – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთი7, მცხეთა-მთიანეთი -7, გურია4, კახეთი -4. კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმროებში 1488 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 60-70 პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ცხრის კი კრიტიკულია,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ