დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„სახდეპ-ის ანგარიში პოზიტიურია და საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოწოდების პათოსითაა დაწერილი“ 19.09.2020 18:53

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში აგრძელებს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის გამოქვეყნებას: 


ანგარიშში საუბარია საქართველოს გამოწვევების შესახებ დამოუკიდებლობის დღიდან, მათ შორის 2008 წლის ომზე, ანგარიშში ხაზია გასმული საქართველოს ტეროტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე. შემდეგ ვკითხულობთ:
"ტრანზიტი და ლოგისტიკა პრიორიტეტული სექტორია, რადგან საქართველო მიილტვის მაქსიმალური სარგებელი მიიღოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობის გაზრდიდან ქვეყნის გავლით. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ გააუმჯობესა საქართველოს ტრანზიტული შესაძლებლობები. თუმცა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი 2016 წლიდან ბევრ წინააღმდეგობას წააწყდა. მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმთან 2020 წელს ხელშწკრულება გაწყვიტა, განაცხადა რა რომ კონსორციუმმა ვერ მოახერხა პროექტის რეალიზაციისთვის საჭირო კაპიტალის მობილიზება. ამასთან მთავრობამ განაცხადა, რომ ისევაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მომხრე და აპირებს პორტის პროექტი ახალ ტენდერზე გამოიტანოს. ლოგისტიკურმა კომპანიებმა დაიწყეს საქართველოს უმსხვილესი პორტის ფოთის განვითარება და გაფართოება. დაწყებულია 120 მილიონიანი პროექტი, რომელიც ფოთის ყოფილი გემთშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ახალი ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს. ამავე დროს APM ტერმინალმა გამოაცხადა ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების შესახებ."
როგორც ხედავთ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საკმაოდ პოზიტიურ ტონალობაშია და, როგორც წინა პოსტებში აღვნიშნე, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოწოდების პათოსითაა დაწერილი. ანაკლიის შესახებ სულ ეს წერია და რატომ განაცხადა დაინტერესებულმა, უკვე პოლიტიკოსმა, მთავრობამ კითხვა არ იცისო, ვერ გავიგე. ვფიქრობ, საკმარისია არსის გასაგებად და ანგარიშის დანარჩენი ნაწილის თარგმნა საჭირო არაა. არ მგონია ფეისბუკის მომხმარებლებს ეს დიდად აინტერესებდეს. უფრო მათთვის ვწერ, ვინც არ შეიმჩნია, რადგან ნეგატიური რომ ყოფილიყო, ცას ჩამოაქცევდნენ. მეტიც, გარკვეულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს ზიანი მიეყენებინათ ქვეყნისთვის საერთაშორისო არენაზე, მათ შორის აშშ-ში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ