დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

მეუფე ანტონის პასუხი კითხვაზე - რატომ ესწრებიან სამღვდელო პირები მმართველი პარტიის საარჩევნო შეხვედრებს 20.09.2020 19:35

თუ სახელმწიფო არის კეთილგანწყობილი და არ ეთაკილება ეკლესიასთან ურთიერთობა, მზად ვართ, ვიყოთ იქ, სადაც ხდება სახელმწიფოებრივი ნებისმიერი რამ, ვის უნდა შევუთანხმო, სად წავიდე და სად არა, – ასე პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვას ვანი-ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი, რატომ ესწრებიან სამღვდელო პირები მმართველი პარტიის საარჩევნო შეხვედრებს და იქონიებს თუ არა ეს გავლენას მოქალაქეების არჩევანზე. როგორც მიტროპოლიტი ამბობს, ეკლესია ყოველთვის არსებულ ხელისუფლებას უჭერს მხარს და სადაც საჭიროდ მიიჩნევენ, იქ მიდიან.

 

„ამ ბოლო დროს თქვენ, ჟურნალისტებმა, ჩვენდა საწინააღმდეგოდ კარგად დაიწყეთ სჯულის კანონის და სახარების სწავლა. ჩვენდა სასარგებლოდ არაფერი წაგიკითხავთ იქ? სახარებაში წაიკითხეთ პავლე მოციქულის მე-13 თავი და მიხვდებით ჩემ აქ ყოფნას. რა თქმა უნდა, თუ სახელმწიფო არის კეთილგანწყობილი და არ ეთაკილება ეკლესიასთან ურთიერთობა, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი თბილი და თავაზიანობის ვიზიტით ვიყოთ იქ, სადაც ხდება სახელმწიფოებრივი ნებისმიერი რამ. გეკითხებით, ვის უნდა შევუთანხმო, მე სად წავიდე და სად არა. რომელ ტელევიზიებს შევუთანხმო, თუ ვის შევუთანხმო. ჩვენ არ გამოვდივართ და არაფერს არ ვსაუბრობთ. არც ქადაგებას. როდესაც ოპოზიციაც მოვა პოზიციაში, ჩვენ ასევე ვიქნებით მასთან. მომავალ თაობაში, ყველა თაობაში. ეკლესია ყოველთვის არსებულ ხელისუფლებას უჭერს მხარს. ჩვენი საქმე არ არის, იმ სკამზე და იქ, ვინ როგორ მივა. ჩვენ სადაც მივიჩნევთ საჭიროდ, იქ მივდივართ. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ჯერ კიდევ არ მოსულა და უკვე მტრული განწყობა აქვს ეკლესიისადმი“,- ამბობს ვანი-ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი და აღნიშნავს, რომ „რა თქმა უნდა, იქ ყოფნა უფრო უხარიათ, სადაც მათ მიმართ მტრული განწყობა არ არის“.

 

მეუფე აცხადებს, რომ მრევლში სამღვდელოება პროპაგანდას და აგიტაციას არ ეწევა. „ჩვენი მრევლი მაპატიეთ და ცხვარი არ არის, კარგად ხედავს ყველაფერს და კიდევ გეუბნებით, ჩვენ მათ არც პროპაგანდას და არც აგიტაციას არ ვუწევთ. თვალები და ყურები აქვთ და ხედავენ, ვის უნდა მისცენ ხმა და ვის არა. ეკლესია არავის არც ურჩევს და არც არაფერი. ჩვენ ვამბობთ – ვისაც თვალები გაქვთ, შეხედეთ, ვისაც ყურები გაქვთ, მოუსმინეთ“,- განუცხადა ჟურნალისტებს ვანი-ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ