დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„ვისი მაჟორიტარი, ვის პოლიტსაბჭოშია, ვერ გაიგებ - პოლიტიკური გოგლი-მოგლი“ 20.09.2020 20:32

ამირან სალუქვაძის პოსტი:

ამ წინასაარჩევნო პერიოდმაც აჩვენა იგივე, იდეოლოგიის, ფასეულობების სრული აღრევა, პრინციპების უქონლობა... ვისი მაჟორიტარი, ვის პოლიტსაბჭოშია, თუ პირიქით, ვერ გაიგებ.... ამას ჰქვია პოლიტიკური გოგლი-მოგლი. მიყვარს ხოლმე ძველი ინტერვიუების ან პოსტების თვალის გადავლება, სადაც შეფასებები და პროგნოზებია. ზოგიერთის ფოტო ასლს დავდებ. 2 წლის წინ დავიწყე საუბარი ოპოზიციის თვითმარგინალიზაციაზე. აბა რა ჰქვია ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, როცა მმართველი გუნდი რომ არ ჩავთვალოთ, 59 პარტია არის რეგისტრირებული, აქედან, ყველაზე არასანდო კვლევებითაც კი, 9 პარტიას 37% აქვს, დანარჩენი 50 პარტია კი ოჯახის და ახლობლების სანაცნობო წრეს ვერ გასცდა? ვინც ერთხელ დეპუტატი გახდა, ყველამ თავისი პარტია ჩამოაყალიბა. რა უბედურებაა?! აღარაფერს ვამბობ ვინ საიდან სად პორტირდება, რომელი პარტია რა იდეოლოგიას ატარებს... ასე პოლიტიკურად მოუწყობელი პოლიტიკური ველი სხვა ქვეყანაში არ მეგულება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ