დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

სექტემბერში საქართველოში დაგეგმილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰან ბაირამოვის ოფიციალური ვიზიტი 20.09.2020 20:49

სექტემბრის თვეში საქართველოში დაგეგმილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰან ბაირამოვის ოფიციალური ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ ეს არის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელის პირველი ვიზიტი ქვეყანაში. ვიზიტის ფარგლებში მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ მოსაზრებებს მთელი რიგი საკითხების შესახებ, მათ შორის, ორმხრივი და რეგიონული დღის წესრიგში არსებული თემების თაობაზე. საქართველოში აზერბაიჯანის ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი ასევე შეუდგება თავისი უფლებამოსილების შესრულებას. შესაბამისად, აღნიშნული გახდება მთავარი მამოძრავებელი ძალა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ტრადიციული ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ