დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

როგორ შეაჩერა სტალინმა ტრადიციული სიყვარულის და ოჯახების ნგრევის პროცესი 22.09.2020 21:52


ქეთევან ყუბანეიშვილის პოსტი:

“რომ არა ველური კავკასიელი, ამყრალებული ოჯახის საქმე ახლა დასრულებული გვექნებოდა”. (ლევ ტროცკი)
სიტყვების თანწყობას _ “სექსუალური რევოლუცია”, ბევრი, ალბათ, ცნობილ ავსტრიელ ფსიქოლოგს,ზიგმუნდ ფროიდს, მიაწერს ან ვინმე სხვას, მაგრამ ცოტას თუ ეცოდინება, რომ “სექსუალური რევოლუცია” და თავისუფალი სიყვარულის აგიტაცია-პროპაგანდა პირველებმა საბჭოთა კომუნისტებმა დაიწყეს მსოფლიოში. ტრადიციების მიმდევარი საზოგადოებისათვის ძნელი წარმოსადგენი და დასაჯერებელია, რომ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში (და არამხოლოდ მოსკოვში) ნუდისტთა და ლესბოსელთა აღლუმები იმართებოდა და რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ნორმად ითვლებოდა სექსუალური მოთხოვნილებების თავისუფლად დაკმაყოფილება და ამურული სამკუთხედები.
1917 წელს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ლენინმა მიიღო “დეკრეტი ქორწინებაზე” (დეკრეტის იდეა ოქტომბრის რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე, 1911 წელს, მომწიფდა და შემუშავდა ლენინისა და ტროცკის მიერ), რომელშიც თეთრზე შავით ეწერა, რომ “საბჭოთა ხელისუფლება მსოფლიოში პირველი და ერთადერთია, რომელმაც გაანადგურა ძველი, ბურჟუაზიული ბოროტი კანონი” და რომ ყოველგვარი შეზღუდვა (იგულისხმება სექსუალური შეზღუდვები) დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს. დეკრეტის მიხედვით, ქალები გამოცხადდნენ “მშრომელი ხალხის საკუთრებად”, ხოლო მამაკაცებს უფლება ჰქონდათ ქალების გამოყენებისა (კვირაში ოთხჯერ არაუმეტეს სამი საათისა). თითოეულ მამაკაც “კანდიდატს” უნდა წარმოედგინა მშრომელთა კლასის კუთვნილების სერტიფიკატი (удостоверение о принадлежности к трудовому классу). ქმრებს, როგორც ცოლის “ყოფილ მფლობელებს”, ჰქონდათ მეუღლის “ჩვეულებრივ გამოყენების” უფლება, მაგრამ, თუ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ დეკრეტის შინაარსსა და მის შესრულებას, ჩამოართმევდნენ მეუღლის ფლობის უფლებას. ამასთანავე, დეკრეტში ნათქვამი იყო, რომ მშრომელებს შემოსავლის ორი პროცენტი უნდა გადაეხადათ “სახალხო თაობის ფონდში”. მას, ვინც მუშათა კლასს არ მიეკუთვნებოდა, უფლება ჰქონდა, “ესარგებლა ქალებით” მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვეში ათას მანეთს გადაიხდიდა აღნიშნულ ფონდში. 1917 წლის 19 დეკემბერს მოსკოვისა და პეტერბურგის ქუჩები ვერ იტევდა მოზეიმე ხალხის ნაკადს ლოზუნგებით Далой Стыд! (ძირს სირცხვილი!), რამაც აღაფრთოვანა ლენინი. სწორედ ამ დღეს მიმართა ლენინმა მოზეიმე ხალხს ცნობილი სიტყვებით _ “Так держатъ, товарищи!”
ამ დეკრეტის ტექსტი და შინაარსი მკითხველისთვის ისე დაუჯერებელი ჩანს, რომ, ალბათ, ტენდენციურობაში ჩამითვლით გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ თვით ისტორიკოსების ნაწილსაც უჭირს ზემოხსენებულის დაჯერება და ყველაფერ ამას სიყალბესა და ანტიბოლშევიკურ პროპაგანდას მიაწერს, მაგრამ რა ვუყოთ იმდროინდელ გაზეთებს? მაგალითად, 1925 წლის მარტის ერთ-ერთ ნომერში გაზეთი “პრავდა” წერდა: “კომკავშირის თითოეული წევრი, ასევე თითოეული სტუდენტი უფლებამოსილია და ვალდებულიც კი, დაიკმაყოფილოს სექსუალური მოთხოვნილებები” და იქვე წერია _ თუ მამაკაცს აქვს სურვილი, დაიკმაყოფილოს ვნება ქალთან, იქნება ეს სტუდენტი, კომკავშირელი ან თუნდაც სასკოლო ასაკის ქალიშვილი, ეს ქალი უნდა დაემორჩილოს მამაკაცს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაეთვლება ბურჟუაზიულ გადმონაშთად და კომუნისტისთვის უღირს საქციელად.
მეფის დროს პედერასტებს კატორღაში გზავნიდნენ, როგორც საზოგადოებისთვის საშიშ და ამორალურ ელემენტებს. სამაგიეროდ, ოქტომბრის რევოლუციამ მათ სრული ხელშეუხებლობა და თავისუფლება მოუტანა. ახალი ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელთა მიმართ შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან ასეთები ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებშიც ბევრნი იყვნენ (რომ აღარაფერი ვთქვა თავად ლენინისა და ტროცკის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე _ ქ.ყ.).
“ი. ჯუღაშვილმა ლენინის სიკვდილის შემდეგ ნამდვილი ომი გამოუცხადა მამათმავლებს (ნ.ო. ვალენტინოვი, “ახალი ეკონომიკური პოლიტიკა და პარტიის კრიზისი ლენინის სიკვდილის შემდეგ”, მოსკოვი, 1991 წელი). ქვეყანაში დაიწყო მასობრივი დაკავებები (“მუხლი 121. მამათმავლობა _ მამაკაცის მამაკაცთან სქესობრივი ურთიერთობა (მამათმავლობა) ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5 წლამდე. მამათმავლობა, ჩადენილი ძალის ან დაზარალებულის დამოკიდებული მდგომარეობის გამოყენებით _ თავისუფლების აღკვეთით 3-დან 8 წლამდე. 1934 წლის 7 მარტი). შედეგად 130 პირი დააპატიმრეს. გამოვლინდა ჯგუფები მოსკოვსა და ლენინგრადში, რომლებიც სალონების, გარყვნილების ბუნაგებისა და სხვადასხვა სახის კერების შექმნით იყვნენ დაკავებულნი.
ასე და ამგვარად, “სექსუალურმა რევოლუციამ” რუსეთში დაახლოებით 17 წელს გასტანა, რასაც სტალინმა, ე.წ. „თავისუფალ სიყვარულს“, მორალური ფასეულობები დაუპირისპირა და ასე დაიწყო მან ბრძოლა იმ გაუგონარი ტენდენციის წინააღმდეგ, რომელიც პირველებმა მსოფლიოში ლენინმა და ტროცკიმ დანერგეს. „ლენინისა და ტროცკის გარდა, ცნობილი ბოლშევიკი და მომავალი პირველი დიპლომატი ქალი მსოფლიოში ალექსანდრა კოლონტაი სექსუალური თავისუფლების მედროშედ შეიძლება განვიხილოთ, რადგან იგი იყო “# 1 სექსუალური რევოლუციონერი”, რომელმაც შემოიღო ტერმინი “სექსუალური კომუნიზმი” და მოუწოდებდა ქალებს, სიყვარულის ძიებისას არ მორიდებოდნენ არანაირ “სასიყვარულო და ეროტილულ თამაშებს”. როგორც ხვდებით, ბოლშევიკებმა პირველებმა დაიწყეს თავისუფალი სიყვარულის ფართომასშტაბიანი პროპაგანდა. ამის გამო მათ ევროპიდანაც კი მოიწვიეს გერმანელი “სპეციალისტები” სკოლებისთვის (300-მდე სექსოლოგი, ძირითადად, ფროიდის მიმდევრები), რათა რუსეთში “აღმოეფხვრათ სექსუალური უმეცრება”.
შედეგმაც არ დააყოვნა _ რუსეთში გაჩნდა ცნობილი ნუდისტური ორგანიზაცია “ძირს სირცხვილი!” (ხომ არ გაგონებთ საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას? _ გრ. ონიანი). ამ მოძრაობის აქტივისტი ქალები და მამაკაცები, რომლებიც თავიანთ თავს “მზისა და ჰაერის შვილებად” მიიჩნევდნენ, სრულიად შიშველი დადიოდნენ ქუჩებში ლენტებით, რომელსაც ჰქონდა წარწერა „Далои Стыд!“ თანამედროვეთა გადმოცემით, ნუდისტები, ჩვეულებრივ, შიშველი დადიოდნენ სამსახურებში, მაღაზიებში და სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც კი, რასაც მოსახლეობის მხრიდან უარყოფითი რეაქციები მოჰყვებოდა ხოლმე… “სექსუალური რევოლუციის” შედეგებმაც არ დააყოვნა _ იმატა უმამო ბავშვების რაოდენობამ, განქორწინებებმა, გაუპატიურებებმა და ვენერული დაავადებების შემთხვევებმა.“
p.s. სსრკ პირველ ქალ მინისტრს , "ჭიქა წყლის" თეორიის და სექს - რევოლუციის პროპაგანდისტს , ალექსანდრა კოლლონტაის "ოჯახის დაკანონება" მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როდესაც თვითონ შეუყვარდა თავისზე ბევრად უმცროსი მეზღვაური და მისი ცოლობა მოისურვა, ოფიციალური ხელისმოწერით ორმხრივად დადასტურებული...

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ