დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„როცა მინისტრი ჩვენს შრომას ასე აფასებს, ეს ორმაგი სტიმულია” 22.09.2020 22:47

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, სექტემბრიდან მყვინთავების მინიმალური ხელფასი 1915 ლარი,  მაქსიმალური  კი –  3125 ლარი იქნება.  ასევე გატარდა სტრუქტურული რეფორმა, რაც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს განყოფილებების შექმნას გულისხმობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, დეცენტრალიზაციის მიზანი მყვინთავთა საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდაა. 

 

 

ჩვენს მოქალაქეებს არაერთხელ უნახავთ მაშველი მყვინთავების თავდაუზოგავი მუშაობა და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესიაა. “აიპრესი” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახლადშექმნილი დასავლეთ საქართველოს განყოფილების მყვინთავს, მამუკა გელაშვილს დაუკავშირდა. 40 წლის მაშველ-მყვინთავს მეუღლე და ორი შვილი, 9 წლის გაბრიელი და 10 წლის გიორგი ყავს. ფოთელი მაშველი-მყვინთავი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს წელს შემოუერთდა და ახალბედა მყვინთავია, თუმცა, უკვე მოასწრო არაერთ ოპერაციაში მონაწილეობის მიღება.

– ბოლო შემთხვევა, როცა გამოძახება გქონდათ, რა იყო?

–   9 სექტემბერს შემოვიდა მოქალაქის შეტყობინება, დაუნახავს მდინარეში მცურავი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც წყალში გაუჩინარდა. რა თქმა უნდა, მოხდა მყისიერი რეაგირება და შემთხვევის ადგილზე მივედით, როგორც მყვინთავები, ასევე წყალზე სამაშველო ჯგუფები. ასეთ დროს, ყველას თავისი საქმე აქვს. ჩვენ ავიღეთ კოორდინატები დაახლოებით რა ადგილას დაინახეს ბოლოს მცურავი მოქალაქე და შევუდექით საძიებო სამუშაოებს. ადგილზე იყო სპეც კატერიც. მასზე დაყენებულია ექოლოტი, რომელსაც ფსკერის სკანირება შეუძლია. როდესაც საეჭვო კონტურებს შეამჩნევს, მყვინთავები ვერთვებით საქმეში. ამ დროს აუცილებელი იყო, რაც შეიძლება მოკლე დროში შეგვესრულებინა ამოცანა, რადგან იყო საშიშროება, რომ რიონს ცხედარი ზღვაში შეეტანა, რაც გაართულებდა საძიებო სამუშაოებს. დამატებით სამუშაოებს ის ართულებდა, რომ წყალი ძალიან ამღვრეული იყო და ხილვადობა, პრაქტიკულად, ნოლის ტოლი იყო. მალევე შევძელით პოვნა.

–  ალბათ, ასეთ დროს გაორებული გრძნობები გეუფლებათ?

–   დიახ, რა თქმა უნდა. ძალიან რთულია. ადამიანი გარდაცვლილია, თუმცა, ოჯახებისთვის, ჭირისუფლის, შედარებით შვების მომგვრელია. მხოლოდ ამაზე ფიქრით შეიძლება გადაიტანო ის სიმძიმე, რაც მყვინთავის სამუშაოს ახლავს.

–  ეს პროფესია, საკმაოდ სარისკოც არის, ალბათ ოჯახის წევრებიც ძალიან ნერვიულობენ…

–  რა თქმა უნდა, ხშირად ოჯახის წევრებს არც ვუყვებით რა ხდება სამსახურში, ეს მათთვის დამატებითი სანერვიულო იქნება. ჩვენს, უკან ხომ ჩვენი ოჯახებია და მათზე ზრუნვა ბუნებირივიც არის. ამ დღეებში გაჟღერებული სიახლეები კი ამ მხრივ ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. რა თქმა უნდა, ხელფასის გაორმაგება დამატებითი სტიმულია. გაორმაგება კი არა, როდესაც მცირედი მატებაა, ეგეც მნიშვნელოვანია და მით უმეტეს ახლა, როცა 100%-ით გაიზარდა. ეს ჩვენ მეტ თავდაჯერებულობას გვმატებს, უფრო მშვიდად ვართ ოჯახებზე ზრუნვის კუთხით.  რა თქმა უნდა, ჩვენ დღემდეც არასდროს დაგვიხევია უკან და ყოველთვის თავგანწირვით ვშრომობდით, თუმცა, როცა მინისტრი ჩვენს შრომას ასე აფასებს და ჩვენს წახალისებას ცდილობს, ეს ორმაგი სტიმულია და  განსაკუთრებულად გვიხარია.  დაფასება ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის ძალიან სასიამოვნოა.

 

 

 

 

 

 

 

 

 



წყარო: აიპრესი

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ