დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში, 34 კი თბილისში გამოვლინდა 23.09.2020 11:11

 

 

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში, 34 კი თბილისში გამოვლინდა.

 

„აჭარაში გამოვლინდა 165 შემთხვევა, თბილისში – 34, რუსთავში – 4, იმერეთში – 14 , აქედან 2თერჯოლაში და 12 ქუთაისში, გურიაში – 4, აქედან 1 ლანჩხუთში, 3 ოზურგეთში, დუშეთში – 1, ზუგდიდში – 2“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4140 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რიცხვი  69-ით გაიზარდა და 1643 გახდა.

 

 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 24 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 255 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 563 მოქალაქე.

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ