ნინო ჯღარკავას პოსტი:
„ჯერ გენერალი დევი ჭანოკოტაძე დააყენეს იმერეთში კანდიდატად ნაცებმა, აყვირეს, აღნავლეს კაცი, საარჩევნო კამპანიაც დაწყებული ჰქონდა და ოპაა, რიადავოი ჟორჟოლიანი ნანუკათი ჩაანაცვლეს ამხელა ფილარმონია გენერალი. მანდ ამბავი აიწევაააა, ნაპოლეონის ომი ბოროდინოსთან მონაგონი იქნება.“
შგახსენებთ, რომ ივლისში „ნიუპოსტმა“ ასეთი ინფორმაცია გამოაქვეყნა:
დევი ჭანკოტაძის კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გამოაქვეყნა ფეისბუკზე 20 აგვისტოს; ცნობა მისი კანდიდატობის შესახებ პარტიის პრესსამსახურმა „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა. თუმცა 23 სექტემბერს, მაჟორიტარი დეპუტატობის ოფიციალურ წარდგენაზე, დევი ჭანკოტაძე საერთოდ არ დასახელებულა კანდიდატებს შორის. ამ ოლქში კი პარტიამ „მთავარი არხის“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. „ნეტგაზეთი“ ამ საკითხის გასარკვევად პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ზაალ უდუმაშვილს დაუკავშირდა. „გადაწყდა, რომ ბატონი დევი ჩაერთოს მთლიან ეროვნულ კამპანიაში. ანუ არა მხოლოდ კონკრეტულ ერთ ოლქში იყოს, არამედ ყველგან, მთელი საქართველოს მასშტაბით. ამიტომ, გადაწყდა საბოლოოდ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი დადგეს ოლქში“, – გვითხრა მან.
„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, იქნება თუ არა ის პარტიის პროპორციულ სიაში, ზაალ უდუმაშვილმა გვითხრა: „ამას ვნახავთ უკვე სია როდესაც გამოქვეყნდება“. კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ის არც სიაში იყოს, გვითხრა: „არც ვადასტურებ, არც უარვყოფ… სია ჯერ არ არსებობს, ამიტომ ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ“. „ეს საერთო შეთანხმებით მოხდა. თუმცა ვიმსჯელეთ. ვინაიდან ბატონი დევი არის გამორჩეული გენერალი და მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ოლქში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან სერიოზული საარჩევნო კამპანია ჩაატაროს, გადავწყვიტეთ, რომ იყოს საერთ ეროვნული კამპანიის მონაწილე“.
„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ახალი კანდიდატურის წარდგენა იმას, რომ ჭანკოტაძე თავდაპირველად ვანო მერაბიშვილმა დაასახელა კანდიდატად, გვიპასუხა: „არანაირ კავშირში მაგასთან არ არის. ბატონი დევი იქ იყო ჩასული და ატარებდა წინასაარჩევნო შეხვედრებს. მაგრამ ოფიციალურად დასახელებული არ გვყოლია მაჟორიტარები და გარკვეული კორექტივები შევიდა მაჟორიტარების სიებში“, – გვითხრა მან.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge