დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი არ არის და უნდა გადადგეს“ 24.09.2020 00:41

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას ეხმაურება. „თავად ის ფაქტი, რომ ლუკაშენკოს ინაუგურაცია საიდუმლო უნდა ყოფილიყო, მხოლოდ ამტკიცებს იმას, რომ მან, როგორც ლიდერმა, ყველა ლეგიტიმაცია დაკარგა. ის ბელარუსის პრეზიდენტი არ არის და უნდა გადადგეს“, – წერია კომიტეტის ოფიციალურ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

 

ბელარუსის პრეზიდენტის ინაუგურაცია მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა გამარჯვება. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და საპროტესტო აქციებს მართავს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ