ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში მესანთლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ეპარქია ავრცელებს. მათი განცხადებით, მესანთლე თბილისიდან "ამ დღეებში" დაბრუნდა. რაც შეეხება მეუფე გერასიმეს, ეპარქიის ცნობით, ის ჯერჯერობით თვითიზოლაციაში არ არის და კორონავირუსზე ტესტს ხვალ ჩაიტარებს.:
„დღეს გავრცელდა ინფორმაცია ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ. განვმარტავთ რომ მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში არ არის. ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს, რომელიც თბილისიდან დაბრუნდა ამ დღეებში. თავად მიტროპოლიტი გერასიმე ხვალ გეგმავს ტესტირებას ვირუსზე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ჩვენთან არს ღმერთი.ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრეს-ცენტრი“.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge