დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

პროკურორი: დავით ფურცხვანიძე პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას აპირებდა 25.09.2020 15:04

 

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძე, საზღვარგარეთ გამგზავრებას მოსალოდნელი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით აპირებდა.

 

როგორც გუმბერიძემ განაცხადა, ფურცხვანიძეს გასამგზავრებელი ბილეთები უკვე შეძენლი ჰქონდა.

 

გამოძიებით დადგენილი გვაქვს, რომ ფურცხვანიძე აპირებდა საზღვარგარეთ წასვლას, მას უკვე ჰქონდა ბილეთები. რაც შეეხება იმას, რის ჩამოტანას აპირებდა, არ გავაკეთებთ განმარტებას. ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა იმ მიზნით, რომ თავი აერიდებინა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისთვის, რაც ეკისრება წაყენებული ბრალდებით. ეს ითვალისწინებს 6 წლით თავისუფლების აღკვეთას “,- განაცხადა გუმბერიძემ.

 

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძეს, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დღეს მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ