დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

თეა ახვლედიანი: ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლება საქართველოს უწყებებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის შედეგია 25.09.2020 15:10

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების საკითხს ეხმაურება.

 

მინისტრის თქმით, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის შედეგს.

 

ნამდვილად მისასალმებელი და აღსანიშნავია დღევანდელი ფაქტი, რომ ხვიჩა მღებრიშვილი გათავისუფლდა უკანონო პატიმრობიდან. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს შესაბამისი უწყებების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ერთობლივად გაწეული ძალისხმევის შედეგს. სამწუხაროდ, კვლავ რჩებიან უკანონო პატიმრობაში ჩვენი სხვა თანამოქალაქეებიც და ჩვენ განვაგრძობთ ამ მიმართულებით ძალისხმევას, რათა უახლოეს ხანში მათ შეძლონ ასევე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ