დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

გიორგი ბურჯანაძე - ციხიდან საჩივარი გაუპატიურების მუქარასთან დაკავშირებით ჩვენ არ მიგვიღია 25.09.2020 15:53

 

გლადანის ციხის ინციდენტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მოადგილე აღნიშნავს, რომ მათთან შესული საჩივარში არაფერია ნათქვამი სექსუალურ ძალადაობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ გიორგი ბურჯანაძემ ,, ჯორჯიან თაიმასთან’’ საუბრისას განაცხადა.

ტელეკომპანიაფორმულამგაავრცელა ინფორმაცია, თითქოს N8 პენიტენციური დაწესებულების ოთხმა პატიმარმა თვითდაზიანებები იმიტომ მიიყენა, რომ მათ დაწესებულების დირექტორი სექსუალური ძალადობით დაემუქრა. . „ბოლო დღეებში მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი მიიღო N8 პენიტენციური დაწესებულების მისამართით უსაფუძვლო და სრულიად აბსურდულმა ბრალდებებმა. არაერთი ცილისმწამებლური განცხადება გაკეთდა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მისამართით.

ის ინფორმაცია, რომელიც პატიმრებმა სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდეს , არ შეიცავს მუქარას სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით. არც გლდანის ციხის ხელძღვანელის მისამართით შემოსულა რაიმე საჩივარი. ,,გლდანის ციხიდან შემოსული ყველა ინფორმაცია დოკუმენტურად ავღწერეთ და მივაწოდეთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს ფაქტების გადასამოწმებლად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჩივარი გაუპატიურების მუქარასთან დაკავშირებით ჩვენ არ მიგვიღია’’ - აცხადებს გიორგი ბურჯანაძე ,, ჯორჯიან თაიმასთან’’ საუბრისას.

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ