დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ვითიბი ბანკსა და იტალიის საელჩოს შორის 9 წლიანი თანამშრომლობა კიდევ 1 წლით გაგრძელდა 25.09.2020 16:06

ვითიბი ბანკსა და საქართველოში იტალიის საელჩოს შორის  შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც ვითიბი ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს საელჩოს მიერ, 2020 – 2021 წლებში, საქართველოში, ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებებს.

შეთანხმების მიზანია, იტალიური კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში

ვითიბი ბანკი, 2011 წლიდან იტალიის საელჩოს მხარდამჭერია. ამ თანამშრომლობის შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი და საინეტერესო ღონისძიება ჩატარდა,  გამოფენები: „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“, „ტიციანი, ფერთა ოსტატი. მადონა ყრმით“ , „რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“ , "Evidence. A New State of Art”, ექსპოზიცია „მარადიულო რომი“, გამოფენა მიძღვნილი იატლიური მოდის 60 წლის იუბილესადმი და სხვა.

იმედს ვიტოვებთ, ამ რთული პერიოდის მიუხედავად, შესაძლებელი გახდება ყველა დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება და ჩვენ  მოსახლეობას, კიდევ არა ერთხელ, მიეცემა შესაძლებლობა გაეცნოს იტალიური ხელოვნების უნიკალურ მრავალფეროვნებას - განაცხადა ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  შოთა მაჭავარიანმა.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ