დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში ეუთო/ოდირის მისია ჩამოვიდა 25.09.2020 16:39

 

 

საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში ეუთო/ოდირის მისია ჩამოვიდა. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიენ სტარკმა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ ეუთო/ოდირის მისიის ძირითადი გუნდი 13 საერთაშორისო ექსპერტისგან შედგება, რომელთა შორის არიან საარჩევნო, პოლიტიკური, სამართლებრივი და მედიის საკითხების ანალიტიკოსები.


„ეუთო/ოდირის მისია საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოიწვია, რომ დააკვირდეს არჩევნებს. ეს არის ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს და მისია მოთხოვნის საფუძველზე ჩამოდის. ოდირს აღებული აქვს ვალდებულება, უსაფრთხოდ შეასრულოს თავისი მანდატი და ამ მნიშვნელოვან არჩევნებს დააკვირდეს,“- განაცხადა სტარკმა.


მისივე თქმით, მისიის ძირითადი გუნდი შედგება 13 საერთაშორისო ექსპერტისგან ეუთო-ს 10 წევრი სახელმწიფოდან. როგორც მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, 30 სექტემბერს  27 გრძელვადიანი დამკვირვებელი ჩამოვა, რომლებიც შემდგომში ქვეყნის მასშტაბით 13 სხვადასხვა ლოკაციაზე გადანაწილდებიან.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ