დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

შინაური ცხოველების ანტირაბიული აცრა თბილისის ორ ლოკაციაზე გაიმართება 25.09.2020 16:50

28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ,შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, 2 მისამართზე ჩაატარებს. ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ცხოველებს ანტირაბიული აცრა უფასოდ ჩაუტარო.

სააგენტოს ავტომობილი მისამართებზე განრიგში მითითებულ დროს მივა და ერთ მისამართზე ცხოველებს საათ-ნახევრის განმავლობაში მოემსახურება.

1. ვაკის პარკი - 12:00 სთ

2. დიღმის ტყე-პარკი - 13:30 სთ

ურბანულ გარემოში ბინადარი ცხოველების ვაქცინაცია სააგენტოს ინიციტივით 2015 წლიდან დაიწყო. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტად ქვეყანაში ეპიდზედამხედველობის სისტემის ეფექტური ფუნქციონირება და სოციალურად საშიში დაავადებების შემცირება იქცა.

2019 წლის მონაცემებით ცხოველთა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია ჯამში  6 540 ცხოველს ჩაუტარდა.

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე მიზნად ისახავს, მოსახლეობაში დაავადებაზე ცნობიერების დონის ამაღლებას, ინფორმაციის ფართო გავრცელებას სიცოცხლის გადასარჩენად.

ანტირაბიული ვაქცინაცია და შემდეგ, ყოველწლიური რევაქცინაცა როგორც ძაღლებისა და კატებისათვის ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, ასევე, ვირუსის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს - განაცხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ ქობულაძემ.

 




ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ