დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

გიორგი ვაშაძე: არაფერი ახალი არ შეუძლია შექმნას არც გახარიას და არც „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას 26.09.2020 13:50

არაფერი ახალი არ შეუძლია შექმნას არც გახარიას და არც „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას.

 

გიორგი ვაშაძის თქმით, მთავარი კონსესუსი და შეთანხმება ელისუფლების ცვლილება უნდა იყოს.

 

„გახარიას გამოსვლის შეფასება ჩემთვის ძალიან მარტივია. ჩვენი საერთო კონსესუსი და შეთანხმება უნდა იყოს ხელისუფლების ცვლილება. არაფერი ახალი არ შეუძლია შექმნას არც გახარიას და არც „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას.

 

აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზა აღმშენებლობისკენ არის სიახლე, ცვლილებები, ახალი პროექტები და რეფორმები, გაადამიანურებული პოლიტიკა და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელიც უამრავ ტკივილს რაც ხალხს აწუხებს ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს, დანარჩენი ყველაფერი ბრტყელ ბრტყელი სიტყვებია რომლის დროც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ