დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს 26.09.2020 16:38

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მომხდარ ავიაკატასტროფას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება და უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

 

„ძალიან მტკივნეულია ინფორმაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარ ავიაკატასტროფაში ახალგაზრდა კურსანტებისა და მფრინავების დაღუპვის შესახებ. ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებსა და უკრაინელ ხალხთანაა,“- წერს პრეზიდენტი.

 

შეგახსენებთ, გუშინ სამხედრო თვითმფრინავმა Antonov-26-მა უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 27 მგზავრიდან 26 გარდაიცვალა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ