დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

შატილის კატასტროფისას გადარჩენილებს სრული ამნეზია აქვთ და ის დღე საერთოდ არ ახსოვთ 27.09.2020 20:21

შატილის ავტოკატასტროფის დროს გადარჩენილი ნატალია თხელიძე TV პირველთან ტრაგედიის დღეს ვერ იხსენებს და აცხადებს, რომ დეტალურად არ ახსოვს არაფერი: 

 

"ჩემი მეხსიერება წყდება, თაფლის საყიდლად რომ გავჩერდით. მეტი აღარაფერი მახსოვს. ქარი იყო, გადმოვედით და ფოტოები ძლივს გადავიღეთ, მაგრამ ასე გზა არ მახსოვს. ცუდი გზა იყო და რაღაცა, არ მახსოვს. ეგ მახსოვს, რომ ზევით ვერ ვისადილეთ და გვინდოდა წამოვსულიყავით ქვემოთ და სადმე რესტორანში შევსულიყავით. ჩემ ძმას ვეკითხები ხოლმე, არ დამიმალოთ არაფერი. ძალიან კარგად უნდა იყოს, აუცილებლად… ძალიან ვნერვიულობ.“ – ამბობს სიუჟეტში ნატალია თხელიძე, რომელიც თავის მეგობარს კითხულობს. მან არ იცის, რომ იგი ავარიაში დაიღუპა.

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის თქმით, კატასტროფის დროს გადარჩენილ სამივე პირს სრული ამნეზია აქვს და ის დღე საერთოდ არ ახსოვს. "შატილის მოგზაურობის ისტორია მათი მეხსიერებიდან საერთოდ ამოვარდნილია, მაგრამ წარსული ყველაფერი ახსოვთ", — ამბობს რატიანი. "ამ ფსიქოლოგიური ტრამვის შემდეგ ნამდვილად არ გვაქვს უფლება, რომ ვილაპარაკოთ. ჩართულები არიან ნევროლოგები, ფსიქოლოგები, და, ალბათ, დასჭირდებათ გარკვეულ პერიოდში ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია რომ გაიარონ. ჯერ ტრამვის შედეგად მიღებული ფსიქოლოგიური პრობლემის ლიკვიდაცია განახორციელონ და მერე რა გარემოში ცხოვრობენ, რომ აღიქვან", — აღნიშნავს რატიანი.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ