დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„დაპირისპირებისას დაზარალდნენ „ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც გადაყვანილები არიან კლინიკაში“ 27.09.2020 22:15

„ნაციონალური მოძრაობა“ თავის სტილში აგრძელებს პროვოკაციურ კრიმინალურ ქმედებებს - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას. მათიკაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები "ნაცმოძრაობის" აქტივისტების პროვოკაციულ ქმედებებს გაერიდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკვე მმართველი პარტიის ოფისთან მივიდნენ და სწორედ იქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.

 

„ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში „ქართული ოცნების“ აქტივისტები, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის მხარდამჭერები აკრავდნენ პლაკატებს, რა დროსაც მოხდა პროვოკაცია „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, თუმცა ამ პროვოკაციას ხელი შეუშალა რამდენიმე პირმა. აქტივისტები არ წამოეგნენ ამ პროვოკაციას. შემდეგ იქვე ჩაიხანასთან იყო მეორე მცდელობა, რომ პროვოკაციაზე წამოეგოთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ისევ უშედეგოდ. უკვე ამის შემდეგ, მესამედ, „ქართული ოცნების“ ოფისთან 25-30 კაციანი ჯგუფის ორგანიზება მოახდინა „ნაცმოძრაობამ“. ხელკეტებით შეიარაღებული, აგრესიულად განწყობილი მივიდნენ. სიტყვიერ შელაპარაკებას რომ რეაგირება არ მოყვა, გადავიდნენ ფიზიკურ ძალადობაზე. მოხდა ჩხუბი, დაზარალდნენ „ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც გადაყვანილები არიან კლინიკაში. ვიმეორებ, ეს არის „ნაცმოძრაობის“ სტილი. სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას და აუცილებლად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები",- განაცხადა მათიკაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ