დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ბიძინა ივანიშვილი „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილეს ულოცავს 28.09.2020 20:55

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილეს ულოცავს.

 

„ჩვენო საყვარელო, ბატონო ჯემალ, მე და ჩემი ოჯახი მთელი გულით გილოცავთ 85 წლის იუბილეს. ბედნიერებაა, პირადად იცნობდე ქართული კულტურის დიდ მოამაგესა და ქომაგს, თავისი საქმის ერთგულ, დაუღალავ კაცს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენი ყველაზე დიდი საგანძურის – უნიკალური ქართული ფოლკლორის აღორძინებას. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, ამ კეთილშობილურ საქმეს, რომელსაც თქვენ ემსახურებით, თაობები დააფასებენ“,- აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის მილოცვაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ