20:57 28.09.2020
„მთელი ოპოზიცია ურეიტინგოა, მაგრამ გიტანთ, თან გაფინანსებთ - მოკლედ, საკუთარი რეიტინგებიდან დაიწყეთ“
ამირან სალუქვაძის პოსტი:

იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე წელია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის არ ვარსებობ, ეს მათი გემოვნების და სარედაქციო პოლიტიკის საკითხია, არც მე მომწონს და ვიცი როგორი უნდა იყოს ეს ტელევიზია, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პირველ არხს! ორკესტრირებული შეტევა ტელევიზიაზე პოლიტიკური პარტიების მხრიდან, არჩევნების წინ, არის მედიაზე ზეწოლა, სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. აბსურდულია პირობად დაყენება ე.წ. პრემიერობის კანდიდატების დებატების ჩატარება. ჩამოყალიბდით, თუ მთავრობას ემორჩილება ტელევიზია, ტელევიზია როგორ მოიყვანს მთავრობას?! თუ თქვენ გატრიალებთ ტელევიზიები და დანარჩენი 50 პარტია არ ჩანს, არ ნიშნავს, რომ თქვენ, თქვენი 3-4%-თ, მეტით ან ნაკლებით, განსაკუთრებული უფლებები გაქვთ? თავი დაანებეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობს თემები, საკითხები, რომლებსაც სახელმწიფო ტელევიზია უნდა აშუქებდეს. თუ ტელევიზია ურეიტინგოა, ეს არაა გაუქმების საფუძველი. მთელი ოპოზიცია ურეიტინგოა, მაგრამ გიტანთ, თან გაფინანსებთ. ჯერ 5%-ს ქვემოთ ყველა პარტია გავაუქმოთ და მერე მივადგეთ ურეიტინგო ტელევიზიებს. მოკლედ, საკუთარი რეიტინგებიდან დაიწყეთ.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge