23:19 28.09.2020
რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ მოსწავლეებს სკოლაში

აჭარის რეგიონის გარდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს დაიწყებს. 1-ლ ოქტომბერს, 7 თვის შემდეგ სასწავლო პროცესი კვლავ საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით 19 ოქტომბერს სტუდენტები აუდიტორიებს დაუბრუნდებიან.

 

 

როდის აღდგება სასწავლო პროცესი აჭარაში და რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ ბავშვებსა და სტუდენტებს? - ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა „რეზონანსთან" ისაუბრა. ის აცხადებს, რომ საბავშვო ბაღებში იქნება პერსონალი, რომელიც ბავშვებს რეგულაციის დაცვაში დაეხმარება. მისივე თქმით, სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებში ან საბავშვო ბაღებში რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში შესაბამის უწყებებს აცნობებენ. „რეგულაციები, რომლის დაცვაც მოუწევთ ბავშვებს სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ, განათლების სამინისტროს ან ყველა მუნიციპალიტეტს გაწერილი ექნება. ყველა ის რეგულაციები, რაც ჩამონათვალში იქნება, დარწმუნებული ვარ, დაკავშირებულია დისტანციის დაცვასთან. "ძალიან ძნელი იქნება რეგულაციების გათვალისწინება, მაგრამ საბავშვო ბაღებში არის პესონალი, რომლებსაც დაევალებათ რეკომენდაციების ზედმიწევნითა და სწორად გათვალისწინება. თუ რამე შენიშვნა გვექნება რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებით, ვაცნობებთ შესაბამის უწყებებს", - განაცხადა „რეზონანსთან" მარგველაშვილმა.

 

მარგველაშვილის თქმით, საზოგადოებაზეა დამოკიდებული აჭარაში სასწავლო პროცესის დაწყება. „აჭარაში სასწავლო პროცესის აღდგენა დამოკიდებულია ჩვენს საზოგადოებაზე. რამდენად ზუსტად და მკაფიოდ დაიცავენ იმ წესებს. რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა ნიშნავს, რომ მალე დავუბრუნდებით ჩვეულებრივ სწალების პროცესს. "წინააღმდეგ შემთხვევაში, გავრცელების წყარო თუ გაიზარდა, შემდეგში ისევ მოგვიწევს გადავადებები. ჩვენთვის მთვარი ამოცანაა, ადამიანების ჯანმრთელობის შენარჩუნება", - განაცხადა მარგველაშვილმა. მისივე განცხადებით, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება მზად იქნება კორონავირუსთან ბრძოლისთვის. „ყველა სკოლაში, უმაღლესი სასწავლებლები თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები უმაღლეს დონეზე იქნება აღჭურვილი, იმითი რაც აუცილებელია კოვიდთან ბრძოლისთვის. "ყველა მოწადინებულია, რაც შეიძლება მალე დაიწყოს სწავლა, რადგან მოენატრათ ბავშვებსა და მასწავლებლებს ერთმანეთი. სწავლების უფლება არის უმთავრესი, მაგრამ ჯანმრთელობის უფლება კიდე უფრო უპირატესია. აჭარის გარდა, ოთხ დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში სწავლა 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით იქნება. სწავლა 1-ლ ოქტომბერს დაიწყება სკოლაში. მე-7 კლასიდან მე-12 კლასამდე სწავლა ოთხ დიდ ქალაქში დისტანციურად იქნება. ხოლო გორსა და ფოთში ჩვეულებრივად ყველა კლასი ისწავლის", - განაცახადა მარგველაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, თუ სკოლა არ იცავს რეგულაციის იმ წესებს, რომელიც საჭიროა კორონავირუსთან ბრძოლისთვის, სხვადასხვა უწყება შეამოწმებს. „სასწავლო მოდელი არის ძალიან მოქნილი, იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უწყვეტად, მაღალი ხარისხით და თანაბრად მიმდინარეობდეს. თითოეულ სკოლას სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს. სკოლაზეა დამოკიდებული იმ სტანდარტების შესრულება, რომლიც აუცილებელია ბავშვისთვის კლასიდან კლასში გადასასვლელად. თუ მოუმზადებელია, რომელიმე სკოლა არა მხოლოდ ჯანდაცვის ან განათლების სამინისტრო, არამედ სხვა რგოლებიც შეამოწმებენ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა კორონვირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ. ასევე, 19 ოქტომბერს აჭარის გარდა სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებს.

„1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ძალაში რჩება გადაწყვეტილება, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ისინი საკლასო ოთახებში ბრუნდებიან. რასაკვირველია, ეს არ ეხება აჭარას. 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეების მშობლები თუ გადაწყვეტენ, რომ მათ ურჩევნიათ ონლაინ ისწავლონ მათმა შვილებმა და სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმით გააგრძელონ, ეს იქნება სრულად უზრუნველყოფილი. რაც შეეხება სიახლეებს, 12 ოქტომბერს აჭარის გარდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე განაახლებენ თავიანთ ფუნქციონირებას საბავშვო ბაღები. ასევე, 19 ოქტომბერს აჭარის გარდა სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში, შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები არა დისტანციურად, არამედ აუდიტორიებში განაახლებენ ფუნქციონირებას. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები. ჩვენს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განაახლონ მეცადინეობები", - განაცხადა ჩხენკელმა.

 

 

 

 

 

 


წყარო:  რეზონანსი

 

 

 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge