დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

სომხეთის ხელისუფლება მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ემზადება 28.09.2020 23:53

რუსეთში სომხეთის ელჩმა ვარდან ტოგანიანმა დაასახელა ის მთავარი პირობა, როდესაც სომხეთის ხელისუფლება მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს. მან განცხადება ერბეკასთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. 

 

 

„რაც უფრო მიუახლოვდება აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო ფორმირებები ყარაბაღის საზღვრებს, მით უფრო რეალური გახდება ავტონომიური რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება“, განაცხადა ტოგანიანმა. მისი განცხადებით, ყარაბაღის არმიის წინააღმდეგ იბრძვიან აზერბაიჯანის არმია, თურქი სამხედრო მრჩევლები და სირიელი დაქირავებულები. მისივე თქმით, თუ ყარაბაღში გამოჩნდება აზერბაიჯანულ-თურქული ერთობლივი  F-16, სომხეთი მზად არის, მიმართოს სამხედრო მოქმედებებს, რადგან ისინი ყარაბაღელ თანამემამულეებს გაჭირვებაში ვერ მიატოვებენ.  

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ