დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ელიავას ბაზრობაზე 15 მაღაზია დაიწვა 29.09.2020 08:06

ელიავას ბაზრობაზე  ცეცხლი ხის საწყობში ღამის 3 საათისთვის გაჩნდა, მოგვიანებით კი ხანძარი 15-მდე მაღაზიაზე გავრცელდა. მის  ჩასაქრობად მობილიზებული იყო 16 სახანძრო ბრიგადა.

დამწვარია დაახლოებით, 1000 კვადრატული მეტრის ფართობი. ხანძრის მიზეზების დასადგენად ამ წუთებში ბაზრობაზე მუშაობას უკვე იწყებენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

"მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება, რამაც ხანძრის გავრცელების საფრთხე თავიდან აგვაცილა. ადგილზე უსაფრთხოების მიზნით, სახანძრო ავტო-ცისტერნები დარჩება. დამწვარია დაახლოებით 800 კვადრატი. 40 წუთში სამაშველო სამსახურმა ხანძრის ლოკალიზება მოახერხა, შემდეგ კი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა,"- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე.

როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ზარალი საკმაოდ დიდია, თუმცა აღნიშნავენ, რომ მაღაზიები დაზღვეული ჰქონდათ და იმედი აქვთ, ზარალი აუნაზღაურდებათ. რაც სეეხება მიზეზს, სადენების გაუმართაობას   საწყობების მეპატრონე გამორიცხავს.  გარდა ამისა,  ელექტროენერგია ტერიტორიაზე სრულად 19 საატზე ითიშება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ