დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საქართველოს კულტურის პალატა ოქტომბრიდან აქტიურ მუშაობას იწყებს 29.09.2020 16:09

პანდემიის დროს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კულტურის სფეროს მოღვაწეების დახმარებას, კულტურის პალატის თავმჯდომარე ოქტომბრიდან, აქტიურად შეუდგება.

 

როგორც დავით ოქიტაშვილი „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში აცხადებს კულტურის პალატა ოქტომბერში აქტიურ მუშაობას დაიწყებს.

 

„ვფიქრობ, რომ მთავრობა  ცდილობს საკუთარი მოსახლეობა დაიცვას და ადამიანები ამ ვირუსს აარიდოს.  ჯანმრთელობაა მთავარი, მაგრამ იმედია ეს ყველაფერი დამთავრდება. ყველა ადამიანმა, მომღერალმაც და მსახიობმაც, თავის ჯანმრთელობაზე უნდა იფიქროს. თუ კორონავირუსით დაინფიცირდნენ ადამიანები და  მაყურებელი არ გეყოლება რად გვინდა ან სიმღერა, ან თეატრი,“- აცხადებს კულტურის პალატის თავმჯდომარე.

 

მისი თქმით, საქართველოს კულტურის პალატა პანდემიის დროს, რამდენიმე თვის განმავლობაში თეატრებსა და მუსიკალურ სკოლებს  სურსათითა და ვაუჩერებით ეხმარებოდა.

 

შეგახსენთ, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე თეატრები და კინოთეატრები პირველ ნოემბერს გაიხსენბა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ