„კორუფციის კონტროლით” ევროპის საუკეთესო ოცეულში ზედიზედ მესამედ მოხვედრას მაღალ შეფასებას აძლევს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა. როგორც მან რადიო „ჯორჯიან თაიმსთან“ განაცხადა, ის რომ საქართველო უსწრებს ევროპის წამყვან სახელმწიფოებს, გზავნილია ადამიანებისათვის თუ რამდენად მყარ საყრდენს წარმოვადგენთ ჩვენი პარტნიორებისათვის.
მსოფლიო ბანკის კვლევის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მიხედვით, „მთავრობის ეფექტურობით” საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა,
2020 წლის 28 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის 189 ქვეყანას შორის:
„კორუფციის კონტროლის” მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა, ევროპაში კი 19-ე ადგილზე საუკეთესო ოცეულში. აღსანიშნავია, რომ ამ საუკეთესო ოცეულში საქართველო უკვე ზედიზედ მესამედ მოხვდა. რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს, როგორებიცაა ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, მალტა, ჩეხეთი, ლატვია, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და ბულგარეთი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge