დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საფრანგეთი ცირკსა და დელფინარიუმში ცხოველების აკრძალვას გეგმავს 29.09.2020 16:28

საფრანგეთის ცირკსა და დელფინარიუმებში გარეული ცხოველების თანდათან შემცირებას გეგმავენ.

პროექტი მინისტრმა ეკოლოგიურ საკითხებში ბარბარა პომპილიმ წარადგინა. დოკუმენტი ასევე ზოოპარკებში ცხოველებისთვის პირობების გაუმჯობესებასა და ბეწვეულის საწარმოებლად წაულას ფერმების დახურვას ითვალისწინებს.

"მტაცებლები, სპილოები, მაიმუნები, დელფინები და წაულებიც: დროა ახალი ერა დავიწყოთ ამ ცხოველებთან დამოკიდებულებაში",- განაცხადა მინისტრმა.

ბარბარა პომპილის კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია, თუმცა, განაცხადა, რომ ცირკებისა და დელფინარიუმების რესტრუქტურიზაციას 7-10 წელი დასჭირდება.

რაც შეეხება წაულების ფერმებს,  ისინი მთლიანად დაახლოებით 5 წელიწადში აიკრძალება.  

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ