დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მევლუთ ჩავუშოღლუ- აზრბაიჯანის გვერდით ვდაგავართ როგორც მოლაპარაკებებისას ასევე ბრძოლის ველზე 29.09.2020 16:57

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვებაა.

„არსებობს ამ პრობლემიდან ერთადერთი გამოსავალი - სომხეთმა აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს. სანამ ეს არ მოხდება, პრობლემა არ გადაიჭრება,“- აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, თურქეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა სურს და ის აზერბაიჯანის გვერდით დგას.

„ჩვენ ამ კონფლიქტის გადაჭრა გვსურს. აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან,“- აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ