დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

მამუკა არეშიძე - აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის რეალური მოთამაშეები თბილისს მედიატორის როლს არ შეასრულებინებენ 30.09.2020 17:17

აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის მონაწილეებისათვის მოლაპარაკებების პლატფორმად თბილისის  შეთავაზებას პოზიტიურად აფასებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. როგორც მან „ჯორჯიან თაიმსს“ განუცხადა,  თავისთავად შეთავაზება კარგია, რადგან საზოგადოება ჯერ კიდევ  წინა ესკალაციის დროიდან ითხოვდა ამას ხელისუფლებისგან.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია  მზადაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით მხარეებს შეხვედრის ადგილად საქართველო შესთავაზოს.

 

ამასთან დაკავშირებით მან განცხადება დღეს გაავრცელა.

 

რაც შეეხება იმას, შედგება თუ არა შეხვედრა და  შეძლებს თუ არა თბილისი მორიგების პროცესებში ჩართვას, ამ შესაძლებლობას ექსპერტი სკეპტიკურად უყურებს. „არ მგონია კონფლიქტის რეალურმა მოთამაშეებმა, მხედველობაში არ მყავს ბაქო და ერევანი,  დაუშვან ამ ინიციატივის განხორციელება,“ -  განაცხადა მან.

 

მამუკა არეშიძემ კომენტარი გააკეთა ასევე იმაზე, თუ რა შედეგებს გამოიწვევს  საქართველოსათვის საომარი მოქმედებების  დროში  გაწელვა. „თუ შეტაკებები გაგრძელდება, ეს რეგიონში  ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ  კოლაფსს შექმნის.  რამდენად არის გაგრძელების საფრთხე, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია, რადგან ზუსტად არ არის გამოკვეთილი არის თუ არა ეს რეალური დაპირისპირება თუ დაიდგა ერთგვარი სპექტაკლი.  მექმნება შთაბეჭდილება, რომ აზერბაიჯანი სომხეთის კონტროლირებად იმ 5 რაიონის დაბრუნებაზე ზრუნავს, რომელიც ყარაბაღის მიმდებარედ მდებარეობს და შემდეგ    დაიხევს უკან“ - განაცხადა  არეშიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ