დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„პირდაპირ, სიობრივად უნდა გამოიძიოთ ყველა ექს-დეპუტატის და ექს-ჩინოვნიკის ქონებრივი მდგომარეობა და დადოთ სურათი“ 30.09.2020 20:27

ამირან სალუქვაძის პოსტი:
ქართული ოცნება: კირკიტაძე ვინაა ვიცით. ახლა რომ გვესაუბრებით მის "გმირობებზე", რას აკეთებს პროკურატურის სამართლიანობის აღდგენის კომისია? კარგა ხანია ანგარიში არ ჩაუბარებია. 
გვიპასუხონ ორ კითხვაზე:
1. რამდენი და რა ქონება ვისგან (!) და ვის დაუბრუნდა?
2. რამდენი ქონება ვერ ბრუნდება იმ 28 ათასი განცხადებიდან და რა მიზეზით? დეტალურად, გვარებით, ფაქტებით...
 
კიდევ ერთი, მხოლოდ კირკიტაძეზე რომ ვისაუბრეთ, იქნებ 8 წლის თავზე გააგებინოთ საზოგადოებას 2003 წელს რევოლუციურად მოსული ჯიბეგაფხეკილი ჩინოვნიკები დღეს რა ქონებებებს, ბიზნესებს ფლობენ და რითი ცხოვრობენ, რა შემოსავლები აქვთ და რა ხარჯები? გააცანით საზოგადოებას მათი საცხოვრებელი ბინები 2003 წლის (ვინც მოქკავშირიდან მოდის, მანამდელიც) და 2012-20 წლის მდგომარეობით. შეისწავლეთ დეკლარაციები. რისთვის ავსებენ? ამ კითხვაზე პასუხი ყველა მოქმედმა და ყოფილმა პოლიტიკოსმა უნდა გასცეს. გუშინდელი სიუჟეტის მონაწილეებს ქონება დაუბრუნდა?
რუსთავის ავტობაზრობის მფლობელიც გვაინტერესებს და სხვა მსხვილი ბიზნესებისაც. ახლა რომ აცხადებენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ხალხის ქონება ხალხს უნდა დავუბრუნოთო, რომელ ქონებაზეა საუბარი, საკუთარ უკანონოდ მიღებულ ბიზნესებს და ქონებას აბრუნებენ. როდის გამოიძიებთ 2008 წლის ომის წინა პერიოდის, შესყიდვებს? ეს თემები ჩვენთვის არაა წინასაარჩევნო პიარის და კინკლაობის თემები. პირდაპირ, სიობრივად უნდა გამოიძიოთ ყველა ექს-დეპუტატის და ექს-ჩინოვნიკის ქონებრივი მდგომარეობა და დადოთ სურათი. უკანონოდ მოპოვებული ბიზნესები, ღამის 2 საათზე რომ ახევდნენ ნოტარიულად, უნდა ჩამოართვათ, ნოტარიუსები მისცეთ პასუხისგებაში. როდის იზამთ, შემდეგ პარლამენტში? კიდევ ერთი: ახალმა პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმების შესახებ. კონტრარგუმენტები არ მიიღება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ