დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

დიდი ომის აჩრდილი - ქართველი ხალხი დიდი გამოწვევების და არჩევანის წინაშეა! 30.09.2020 21:06

თუ ოქტომბრის ბოლოს კავკასიური ომი რეალური გახდა, დღევანდელი პოლიტიკური დაძაბულობა და ცემა-ტყეპა თუ ქვების სროლა მონაგონი გახდება. დღეს დასავლული ანალიტიკური გამოცემები, განიხილავენ სცენარებს, რომლის თანახმადაც ანკარა და მოსკოვი შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს უკვე მესამე "მარიონეტულ კონფლიქტში", ბუნებრივია თუ აზერბაიჯანულ-სომხური შეტაკებები მთიანი ყარაბახის საზღვრებიდან გავა და გადაინაცვლებს ან სომხეთის ან აზერბაიჯანის შიდა ტერიტორიებზე. თურქეთსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტების საომარ მოქმედებათა თეატრების მსგავსად, რომელიც სირიასა და ლიბიაში მიმდინარეობდა, არსებული კონფლიქტის მასშტაბი არ არის გამორიცხული გაიზარდოს და ორივე მხარეს დაქირავებული მებრძოლების ჩართვით, ინტერნაციონალური ხასიათი მიიღოს. საქართველო უკვე დგას სერიოზული გამოწვევები წინაშე, მით უმეტეს წიუნასაარჩევნო პერიოდის სპეციფიკის გამო. 2020 წლის არჩევნები თვისობრივად არის განსხვავებული ყველა სხვა წინა არჩევნებისაგან.
კავკასიური ომის პერსპექტივა, რადგან ყარაბაღი მიმდინარე საომარი მოქმედებები თავისი მასშტაბით ყველაზე სისხლიანი და მაშტაბურია გასული საუკუნის 90 -იანი წლების შემდეგ, კოვიდ პანდემიის ზრდის ტენდენცია, რაც ეკონომიკის ნაწილობრივი ჩაკეტვის საფრთხეს უდავოდ შეიცავს, მიუხედავად მთავრობის ოპტიმიზმისა, ლარის კურსის რყევა, მაღალი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც არჩევნების წინ საკმაოდ დაძაბულ ფონს ისედაც ქმნის. ყველა ეს ფაქტორი კი ცალ-ცალკე და ყველა ერთად ეკონომიკაზე მხოლოდ ნეგატიურად აისახება. ამ საერთაშორისო კონფლიქტში ჩართული ყველა ქვეყანა პირდაპირ თუ ირიბად არის საქართველოს წამყვანი სავაჭრო -პარეტნიორი ქვეყანა, როგორც იმპორტის ასევე ექსპორტის თვალსაზრისით. ზემოთ აღნისნული ფაქტორებიდან გამომდინარე, ომის გახანგრძლივებისას ეკონომიკაზე ზეგავლენა უმძიმესი იქნება.
საქართველოს პრემიერ მინისტრის დღევანდელი განცხადება, კონფლიქტის მხარეებს შეთავაზოს თბილისში მოლაპარაკებების გამართვა, მისასალმებელია ნამდვილად, მაგრამ ჩვენ ამავდროულად უნდა ვემზადოთ შედარებით ცუდი სცენარებისათვის, ანუ იმ შემთხვევისათის როდესაც კონფლიქტი ღიად ინტერნაციონალურ ხასიათს მიიღებს! სომხეთის დამარცხება იქნება არა პაშიანიანის გაყვანა პოლიტიკიდან რუსეთის მიერ, არამედ თავად რუსეთის წასვლა კავკასიიდანაც, ამიტომ რუსეთი არა მგონია ამ სცენარზე დათანხმდეს, თავის მხრივ ბაქოს მარცხი ასევე იქნება მზარდი თურქული ამბიციების კაპიტულაციაც და რუსეთის გავლენის ზრდა კავკასიაში. ამ გეოპოლიტიკურ პასეანსში, სხვა სახელმწიფოთა ინტერესებიც შეიძლება გამოიკვეთოს. რამდენად არის საქართველო ამ გეო პოლიტიკური თამაშებისათვის მზად? ერთ თვეში ჩასატარებელი არჩევნებიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. თუ ოქტომბრის ბოლოს კავკასიური ომი რეალური გახდა, დღევანდელი პოლიტიკური დაძაბულობა და ცემა-ტყეპა თუ ქვების სროლა მონაგონი გახდება. რეალური არჩევნების პირობებში ფაქტიურად წასაგებად გამზდებული ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა თავისი აქტივობის არსენალს მაქსიმალურად გაზრდის, და არც რევოლუციურ და ოცნების ძალადობრივად დამხობის სცენარზე დაიხევს უკან. გასული წლის 20 ივნისს ამ სცენარის ვერშემდგარი ვარიანტი უკვე ვიხილეთ. 
ქართველი ხალხი და პირველ რიგში ხელისუფლება დიდი გამოწვევების და არჩევანის წინაშეა! აქ სისუსტე და მერყეობა დამღუპველია! ქვეყანა საომარ მოქმედებათა დიდი თეატრის წინა სახიფათო პერიოდში შედის! მთავრობას მოვუწოდებ ნუ დაელოდება მოვლენების მდორე განვითარებას, სასწრაფოდ შექმნას კრიზისების მართვის ჯგუფი, რომელიც უშუალოდ პრემიერ მინისტრის დაქვემდებარებაში იქნება. ამის რესურსი ქვეყანას ნამდვილად გააჩნია. სუსტებს და მერყევებს არსად არ გაუმარჯვიათ, ამაზე რთული პერიოდებიდანაც გამოვსულვართ ნაკლები დაზიანებით, ისტორია გაიხსენეთ და არ წავაგებთ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ