დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

1 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამეების, ბიძინა ჩოლოყაშვილისა და ქსნის ერისთავების ხსენებას აღნიშნავს 01.10.2020 01:40

1 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამეების, ბიძინა ჩოლოყაშვილისა და ქსნის ერისთავების - ელიზბარისა და შალვას ხსენებას აღნიშნავს. ქართველი დიდგავროვნები ბიძინა ჩოლოყაშვილი, ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები მოწამეობრივად 1661 წელს აღესრულნენ. XVII საუკუნეში შაჰ-აბასმა კახეთი ააოხრა.

 

ბიძინა ჩოლოყაშვილმა და ქსნის ერისთავებმა გადაწყვიტეს მტრის წინააღმდეგ ებრძოლათ. აჯანყებულები ფარულად ბახტრიონის ციხეში დაბანაკებულ მტერს, 1659 წლის ალავერდობის დღესასწაულზე თავს დაესხნენ და გაანადგურეს ისინი. არდალანის სულთანმა სელიმ-ხანმა თავს გაქცევით უშველა. განრისხებულმა შაჰ-აბასმა ქართლის მეფეს, შაჰ-ნავაზად წოდებულ ვახტანგს, ბიძინა ჩოლოყაშვილის, ელიზბარისა და შალვა ქსნის ერისთავების მასთან გაგზავნა მოსთხოვა. შაჰ-აბასი მათგან სარწმუნოების შეცვლას მოითხოვდა. უარის მიღების შემდეგ ისინი სასტიკად აწამა. ჯერ ქსნის ერისთავებს მოკვეთეს თავები. წმ. ბიძინა ჩოლოყაშვილი კი ჯალათებმა ცოცხლად აკუწეს. გადმოცემით, წმიდა მოწამეთა გვამებს ღამით ნათელი დაადგა. ქრისტიანებმა წმიდანთა ნეშტები ფარულად დაკრძალეს.

 

მოგვიანებით, შალვას მეუღლემ, ქეთევანმა და მისმა ძემ, დავითმა წმიდანთა ნეშტი სამშობლოში გადმოასვენებინეს. კახეთის მხსნელი გმირები პატივით და დიდებით იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ