დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

პაატა ზაქარეიშვილი - გარეჯის თემა ხელისუფლებამ ყველაზე მაღალი ტემპერატურის ღუმელში შემოაგდო 01.10.2020 14:03

 

„წინასაარჩევნოდ, ემოციურ ფონზე   შემოგდებული გარეჯის თემა ჩრდილს  აყენებს  ამ უნიკალურ   ფენომენს,“ -  ამის შესახებ რადიო „ჯორჯიან თაიმსს“  პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა და  ხაზი გაუსვა იმას, რომ  „ხელისუფლება, რომელიც უნდა ცდილობდეს ტემპერატურის დაცემის დაცემას დაელოდოს, პირდაპირ  ყველაზე გახურებულ ღუმელში უშვებს ამ უნიკალურ საკითხს“.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას არ ადარდებს გარეჯი და ადარდებს ნაციონალური მოძრაობა. ჩემი დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის მიმართ საზოგადოებისათვის ცნობილია.  ეჭვი არ მეპარება, რომ თავის დროზე ამ საკითხთან  მიმართებაში  ისინი  მთლად კეთილსინდისიერად არ  იქცეოდნენ, მაგრამ ეს ვითარება არც „ქართულ ოცნებას“ უხდება“ -  განაცხადა  პაატა  ზაქარეიშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა ბოლო დროს   არმოჩენილ დოკუმენტაციაზე, რომელიც  მმართველი გუნდის ინფორმაციით, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის   დროს წინა ხელისუფლებამმათი იგნორირება მოახდინა.

„დოკემენტების  სანდოობაზე ვერაფერს   ვიტყვი. რაკი დაიწყო ხელისუფლებამ ამაზე საუბარი, ე.ი. სანდოობის  ხარისხი  არსებობს. მაგრამ ის,ტუ როდის  წარმოადგინა ისინი, პროცესისადმი ნდობას კარგავს. ემოციურად დატვირთულ საზოგადოებაში წინასაარჩევნოთ ამ საკითხის წამოწევა  გარეჯს აყენებს ზიანს.  ხელისუფლებები და  პოლიტიკოსები წავლენ გარეჯი კი დარჩება და ნაჩქარევად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, შესაძლოა  საუკუნეები გაყვეს ამ უნიკალურ ფენომენს, ისევე როგორც  საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს. ამ ბევრი კარგი ფენომენის ჩახარშვა ხდბა და ეს   დაუშვებელია“ - განაცხადა   ზაქარეიშვილმა.  

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ