დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

გიორგი ვოლსკი - ,,2012 წელს საქართველომ გაიმარჯვა’’ 01.10.2020 14:29

„2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველომ გაიმარჯვა! სადისტური მართვის სისტემა დამარცხდა, სტაბილურობამ მდგრადი განვითარების წინაპირობა შექმნა, ათასობით ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდა სიკვდილს გადაურჩა, ქვეყანამ პოზიციები განიმტკიცა საერთაშორისო ასპარეზზე და ყველა კომპეტენტურ რეიტინგში დაწინაურდა”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, გიორგი ვოლსკი სოციალურ მედიაში.

მისი თქმით, მძიმე საგარეო და შიდა გამოწვევების მიუხედავად, საქართველო დემოკრატიულ ინსტიტუტებს, სოციალურ პაკეტს, განათლების სისტემასა და ეკონომიკის ხელშეწყობას აძლიერებს.
„საუკეთესო ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული ჩვენი ხედვები მომავალზეა ორიენტირებული, როდესაც არაჯანსაღი პოლიტიკური ვნებები და მავნებლობა საბოლოოდ დაუთმობს ადგილს ჯანსაღ დებატებს საუკეთესო გადაწყვეტილებების მისაღებად. გილოცავთ გამარჯვებას. უფალმა დაიფაროს საქართველო”, – წერს გიორგი ვოლსკი.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ