დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

პარტია „ერთიანმა საქართველომ” ცესკო-ში პარტიული სია წარადგინა 01.10.2020 14:44

პარტია „ერთიანმა საქართველომ” ცესკო-ში პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ხუთეულია: ნინო ბურჯანაძე, გიგლა ბარამიძე, ანზორ ბიწაძე, ოთარ თავართქილაძე, ბესო დანელია.

 

პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოთარ თავართქილაძე აცხადებს, რომ  „ერთიანმა საქართველომ” ცესკო-ში 150 - კანდიდატიანი სია წარადგინა.

 

„ჩვენმა გენერალურმა მდივანმა დღეს ბრიფინგზე ათეული წარადგინა. ჩვენ დღეს მოვიტანეთ, ჩავაბარეთ ცესკო-ს საკმაოდ წონადი, 150 - კაციანი სია, რომელიც დარწმუნებული ვარ, არც ერთ პარტიას არ დაუდებს ტოლს და ამომრჩევლისთვის, ჩვენი მხარდამჭერისთვის ძალიან მისაღები იქნება. ჩვენ დაახლოებით ერთ კვირაში გავმართავთ ღონისძიებას, სადაც წარვადგენთ სიას. სიის პირველი ხუთეულია: ნინო ბურჯანაძე, გიგლა ბარამიძე, ანზორ ბიწაძე, ოთარ თავართქილაძე, ბესო დანელია”,- განაცხადა ოთარ თავართქილაძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ