დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, ყოველგვარი ჩავარდნის გარეშე განახლდა 01.10.2020 14:58

ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, ყოველგვარი ჩავარდნის გარეშე განახლდა. როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, მშობლები ამ წუთებშიც აფიქსირებენ, თუ რა ფორმით სურთ მათ შვილებს სასწავლო პროცესის გაგრძელება. 

 

„ბავშვები დილიდან გამოცხადდნენ სკოლებში, ყველანაირი დისტანციისა და რეგულაციების დაცვით შედიან საკლასო ოთახებში. ამ დროისათვის, 5 000-მა მშობელმა უკვე გამოთქვა სურვილი სასწავლო პროცესის ონლაინ გაგრძელებასთან დაკავშირებით“.  

 

მათივე თქმით, დასწრება სკოლებში იყო კარგი და სასწავლო პროცესის ჩავარდნის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა:

 

„ყველა სკოლაში დასწრება იყო კარგი. ახალი იყო ის, რომ პანდემიიდან გამომდინარე,  სკოლებში სწავლა სხვადასხვა დროს დაიწყო. რაც მთავარია, როგორც მშობლების, ასევე ბავშვების განწობა იყო ძალიან პოზიტიური“. 

 

ცნობისათვის, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სკოლების I-VI კლასის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ, ხოლო VII-XII კლასებისთვის აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ გორისა და ფოთის სკოლების ყველა კლასის მოსწავლეები. სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მთელი აჭარის ტერიტორიაზე გრძელდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ