დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ნიკოლ ფაშინიანი: ეს აღარ არის მხოლოდ ყარაბაღისა და სომეხი ხალხის უსაფრთხოების საკითხი 01.10.2020 16:10

სომხეთისა და სამხრეთ კავკასიის სომხები არიან ბოლო დაბრკოლება ჩრდილოეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთისკენ თურქეთის ექსპანსიის გასაგრძელებლად და იმპერიული ოცნების ასახდენად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანიფეისბუქისოფიციალურ გვერდზე წერს.

 

რატომ დაბრუნდა თურქეთი 100 წლის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში? – სომეხთა გენოციდის გასაგრძელებლად. თუმცა, გენოციდალური პოლიტიკის გაგრძელება თურქეთისთვის არ არის მხოლოდ არმენოფობიის განხორციელების საშუალება, არამედ პრაგმატული ამოცანაა.

 

სომხეთისა და სამხრეთ კავკასიის სომხები არიან ბოლო დაბრკოლება ჩრდილოეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთისკენ თურქეთის ექსპანსიის გასაგრძელებლად და იმპერიული ოცნების ასახდენად. ეს აღარ არის მხოლოდ ყარაბაღისა და სომეხი ხალხის უსაფრთხოების საკითხი. ეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხია. სომეხი ხალხი იცავს საერთაშორისო უსაფრთხოებას, როდესაც კისრულობს შესაძლოა, უახლეს ისტორიულ მისიას“,- აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ