დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში, ხუთი ადამიანია მეწყერში მოყოლილი 02.10.2020 01:39

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში, სადაც მეწყერმა თედორაძეების საცხოვრებელი სახლი წაიღო, სავარაუდოდ ხუთი ადამიანია მეწყერში მოყოლილი. მეზობლები ამბობენ, რომ სახლში იმყოფებოდა ოჯახის სამი წევრი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი. მათივე თქმით, გზაზე მდგომ მანქანაში, რომელიც მეწყერმა ჩაიტანა, სტუმრად მყოფი ორი ახალგაზრდა იჯდა. - მიწა რომ ჩამოწვა, იყო დიდი ხმაური, სახლი იყო ბეტონის და მთლიანად ჩაიყოლა,– ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ