დღე: 36

ღამე: 21

USD 2.697

EUR 3.1466

„აშშ-ს არმიის უმაღლესი რანგის 235-მა თადარიგის ოფიცერმა ღია წერილით ტრამპს დაუჭირა მხარი“ 03.10.2020 16:53

ირაკლი გოგავას პოსტი:
სექტემბერში აშშ-ს არმიის უმაღლესი რანგის 235-მა თადარიგის ოფიცერმა ღია წერილით ტრამპს დაუჭირა მხარი. წერილში მათ აღნიშნეს, რომ დემოკრატების კანდიდატის ჯო ბაიდენის არჩევით გაიზრდება მარქსისტების და მემარცხენეების გავლენა ამერიკის მთავრობაზე. წერილს ხელს აწერენ 8 ოთხვარსკვლავიანი გენერალი და ადმირალი, 42 სამვარსკვლავიანი გენერალი და ადმირალი. ისინი აღნიშნავენ, რომ "2020 წლის არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი აშშ-ს დაფუძნების დღიდან და დემოკრატების კავშირი მარქსისტებთან ჩვენს ისტორიულ გზას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ჩვენ გვჯერა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ერთგულია ძლიერი ამერიკის." მხარდაჭერის წერილი სექტემბერში სამხედრო გამოცემა www.military.com -ზე გამოქვეყნდა და მას უერთდებიან სხვა მაღალი რანგის თადარიგის ოფიცრები. შედარებისთვის, 2016 წელს ტრმაპს მხარი მხოლოდ 88 უმაღლესი რანგის თადარიგის ოფიცერმა დაუჭირა, ხოლო 110-მა ჰილარი კლინტონს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები