დღე: 22

ღამე: 16

USD 2.7191

EUR 3.202

საქართველოში ელექტრონული აპოსტილის ინოვაციური სერვისი ამოქმედდა 16.10.2020 13:26

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო  მსოფლიოში მე-19 ქვეყანაა, რომელმაც ელექტრონული აპოსტილის ინოვაციური სერვისი დანერგა.

 

აპოსტილის სერვისი ერთსაფეხურიანი პროცედურაა და ის დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას გულისხმობს მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ. სააგენტო აპოსტილით ამოწმებს სახელმწიფოს ადმინისტრაციული ორგანოების, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემულ 100-ზე მეტი ტიპის დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას, ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას და ბეჭდის ავთენტურობას. ამგვარად დამოწმებული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრი ნებისმიერი 119 სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ნათქვამია განცხადებაში.

 

აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდებზე www.my.gov.ge და HTTPS://apostille.cra.ge/ ან ელექტრონული ფოსტის საშულებით.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge