22:31 18.10.2020
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

დღეს "რუსთავი 2" მასშტაბურ კვლევას ასაჯაროვებს. ბრიტანულმა ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2"-ის დაკვეთით უპრეცედენტო მასშტაბის კვლევა ჩაატარა. მთელი ქვეყნის მასშტაბით  9075 რესპონდენტი გამოიკითხა. survation-ის  მონაცემებით, კვლევის ცდომილება მინიმალურია და ის 1.3%-ს შეადგენს. საველე სამუშაოები 12-29 სექტემბერს მოიცავს.

 

 

დღეს რომ სპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?

ქართული ოცნება -55,6%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -19,8%

ევროპული საქართველო -5,2%

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი 5,1%

პატრიოტთა ალიანსი- 3,8%

ლელო -3,1%

ლეიბორისტული პარტია -2,7%

გირჩი -2,1%

ერთიანი საქართველო 1,1%

თავისუფალი დემოკრატები 0,2%

სხვა -1,3%

ბრიტანული კვლევითი კომპანია და "რუსთავი" 2 არჩევნების დღეს 31 ოქტომბერს ეგზიტპოლის შედეგებსაც შემოგთავაზებთ. 

Survation არის პოლინგის, ანუ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია ბრიტანეთიდან.

ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და წარმატებული კომპანია ბრიტანეთის პოლინგის კონკურენტულ ბაზარზე.

გააჩნია პოლიტიკური კვლევების გამოცდილება უკანასკნელი რამდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში: გააკეთა შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგების ყველაზე ზუსტი პროგნოზი; აჩვენა ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი პროგნოზი იტალიის 2014 წლის არჩევნებზე; ერთადერთმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ბრიტანეთის 2017 საპარლამენტო არჩევნების შედეგები; გააკეთა 2019 ბრიტანეთის პარლამენტში მანდატების გადანაწილების ყველაზე ზუსტი პროგნოზი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge