14:00 20.10.2020
რამაზ საყვარელიძე: მმართველი პარტია ნებისმიერ სიტუაციაში კოალიციის ჩამოყალიბებას შეძლებს

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ თუ ხმების ნაკლები პროცენტი აიღო, კოალიციის ჩამოყალიბებას შეძლებს.

 

როგორც რამაზ საყვარელიძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ განაცხადა, ნებისმიერ შემთხვევაში ის მაინც შეძლებს პარლამენტში სოლიდური  რაოდენობით  ყოფნას.

 

„მმართველმა პარტიამ რომც აიღოს ნაკლები პროცენტი, კოალიციის ჩამოყალიბებას შეძლებს. შესაბამისად არცერთი ვარიანტი, რაც რეიტინგებში ფიგურირებს მისთვის წამგებიანი არ არის.  ოპოზიციაში მყოფ „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა ექნება კოალიცია შექმნას და   მთავრობა დააკომპლექტოს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ისევ მათი შერჩეული მთავრობის შემხედვარე,“ -  განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „ჯორჯიან თაიმსთან“.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge