14:04 20.10.2020
რამაზ საყვარელიძე: არჩევნების შემდეგ მკაცრი რეგულაციების გატარება რეალურია

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ჯორჯიან თაიმსთან“ არჩევნების შემდგომ რეგულაციების გამკაცრებას გამოეხმაურა.

 

როგორც პოლიტოლოგმა განაცხადა, შეზღუდვების არჩევნებამდე დაწესებას გარკვეული სირთულეები მოჰყვება.

 

„ჯერჯერობით კორონავირუსით დაინფიცირების დინამიკა იზრდება და უფრო რეალური ხდება, არჩევნების შემდეგ მკაცრი რეგულაციების გატარება. რეგულაციების არჩევნებამდე დაწესებას, ის სირთულე ახლავს, რომ შეზღუდვები პოლიციის დახმარებით უნდა დაიცვან. პოლიციის ძალის გამოყენება მოუწევთ არჩევნების პერიოდში, რაც სასურველი არაა.

 

სახელმწიფოსთვის რამდენად სასარგებლოა ასეთი  სიტუაცია არ ვიცი, თუმცა ადამიანებისთვის რომლებიც რისკის ქვეშ არიან, სხვა სარგებელი არ რჩება. ყველა ქვეყანამ გაამკაცრა შეზღუდვები, სადაც მეორე ტალღამ პრობლემები შექმნა,“ -  განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge